რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა- ექიმის რჩევები

2018.09.22 15:02:25
რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა- ექიმის რჩევები

ბოლო დროს ქა­ლებ­ში ხში­რია საკ­ვერ­ცხის კის­ტა, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის მათ. რა იწ­ვევს მას, რა უნდა გა­ა­კე­თოს ქალ­მა, რომ ამ პრობ­ლე­მას ას­ცდეს, რო­გორ ებ­რძო­ლოს და­ა­ვა­დე­ბას, - თე­მა­ზე ექი­მი რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და უშ­ვი­ლო­ბambebi.geს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

- კის­ტა, იგი­ვე ცის­ტა, ერ­თგვა­რი სი­თხო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნია, რო­მელ­საც თხე­ლი გარ­სი აქვს. ის შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე წარ­მო­იქ­მნას, მაგ­რამ ახლა საკ­ვერ­ცხის კის­ტა­ზე ვსა­უბ­რობთ - საკ­ვერ­ცხის კის­ტაც სი­თხის დაგ­რო­ვე­ბაა, რო­მე­ლიც თხე­ლი გარ­სი­თაა გა­რე­მო­ცუ­ლი. ის შე­საძ­ლოა, იყოს კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სით გა­ი­წო­ვე­ბა და არის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კის­ტაც. ამ­დე­ნად, არ­სე­ბობს პა­თო­ლო­გი­უ­რი კის­ტე­ბი და ფუნ­ქცი­უ­რი, ანუ რე­ტენ­ცი­უ­ლი. კის­ტა უმე­ტე­სად რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში ჩნდე­ბა, რად­გან სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­შია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

 

- რის­გან ჩნდე­ბა?

 

- კის­ტა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლა­სის გამო წარ­მო­იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქალს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს. უბ­რა­ლოდ, ჰორ­მო­ნებ­მა რა­ღაც ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა, არას­წო­რად იმუ­შა­ოს, რა­მაც, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ფო­ნი­კუ­ლუ­რი კის­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. საკ­ვერ­ცხე კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რაგს წარ­მო­ად­გენს. საკ­ვერ­ცხე­ში, ე.წ. ფო­ლი­კუ­ლებ­ში კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ფო­ლი­კუ­ლე­ბი თა­ვის­თა­ვად კის­ტაა, მაგ­რამ პა­ტა­რა კის­ტე­ბი. ყო­ველ მენსტრუ­ა­ლურ ციკლში ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფო­ლი­კუ­ლი იზ­რდე­ბა და შემ­დეგ სკდე­ბა. მოკ­ლედ, პა­ტა­რა ფო­ლი­კუ­ლე­ბი იზ­რდე­ბა, აღ­წევს გარ­კვე­ულ ზო­მას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდე­ბა, რომ კვერ­ცხუ­ჯრე­დი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს. ვი­მე­ო­რებ, ეს ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა, მაგ­რამ თუ რა­ღაც დარ­ღვე­ვაა, იმ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა, ვერ გას­კდეს და კის­ტა­ში გა­და­ვი­დეს.

 

- 24 მმ-ს ის არ აღე­მა­ტე­ბა?

 

- 24 მმ-ზე ზე­მოთ, 50 მმ-მდე შე­იძ­ლე­ბა იყოს და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მას ფო­ლი­კუ­ლუ­რი კის­ტა ჰქვია. რო­გორც წესი, კის­ტა თა­ვი­სით გა­ი­წო­ვე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს რის­კე­ბი, რომ გას­კდეს, ან მისი გა­დაგ­რე­ხა მოხ­დეს, რაც სა­ში­შია და ამ დროს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა. რო­დე­საც ასეთ კის­ტას აღ­მო­ა­ჩე­ნენ, ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს და ასეთ დროს ისეთ პრე­პა­ტა­რებს ვუ­ნიშ­ნავთ, რო­მე­ლიც მის გა­წო­ვას ხელს უწყობს. ხოლო გა­წო­ვა თუ მა­ინც არ ხდე­ბა და ზო­მა­საც არ იც­ვლის, შე­საძ­ლოა, ზო­მებ­შიც გა­ი­ზარ­დოს, ამ დრო­საც ოპე­რა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა დგე­ბა - უნდა ამო­იკ­ვე­თოს ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით.

 

- რო­დე­საც ის დიდი ზო­მის არის, პა­ცი­ენ­ტში სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს...

 

- დიახ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მუც­ლის არე­ში ტკი­ვილს გრძნო­ბენ. მა­შინ, რო­დე­საც კის­ტას აღ­მო­ვა­ჩენთ და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად ვერ გა­ნი­კურ­ნა, ვერც გა­ი­წო­ვა, უნდა ამო­იკ­ვე­თოს, თუმ­ცა თუ ოპე­რა­ცი­ამ­დე კის­ტა გას­კდა, ესეც ერთ-ერთი გარ­თუ­ლე­ბაა, ამ დრო­საც ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი აქვთ და ხდე­ბა საკ­ვერ­ცხის გა­დაგ­რე­ხაც. არ­სე­ბობს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კის­ტე­ბი, რომ­ლის წარ­მოქ­მნის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. თა­ვი­დან შე­საძ­ლოა ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი და არის კი­დევ კის­ტო­მაც. ისიც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, ასე­ვე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. კის­ტო­მა არ გა­ი­წო­ვე­ბა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დროს ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა.

 

- ე.ი. ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი მე­თო­დი ოპე­რა­ცი­აა.

 

- როცა არის კის­ტო­მა, კი. რო­დე­საც ეჭვი ავ­თვი­სე­ბი­ან­ზეა და ექოს­კო­პი­უ­რა­დაც შეგ­ვიძ­ლია ვა­რა­უ­დი (დი­აგ­ნოზს ხში­რად ზუს­ტად ვსვამთ), მაგ­რამ სა­ნამ კის­ტის ე.წ. ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, ანუ და­თეს­ვა (სპე­ცი­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი) არ მოხ­დე­ბა, დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. არ­სე­ბობს ასე­ვე ენ­დო­მეტ­რი­უ­ლი კის­ტა, რო­მე­ლიც კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია. თუ ზო­მით 2-დან 3 სან­ტი­მეტ­რამ­დეა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. თუ მე­ტია, სა­ო­პე­რა­ცი­ოა, ეს ხში­რად ხდე­ბა. თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა არ არის ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა. ქა­ლის ასა­კი­დან, შვი­ლოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ი­დან და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექი­მი წყვეტს პა­ცი­ენ­ტთან ერ­თად რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში.

 

- ამ ყვე­ლაფ­რის­თვის პრე­ვენ­ცია რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

 

- პრე­ვენ­ცია არის ის, რაც არის ნე­ბის­მი­ე­რი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის. ყვე­ლა ქალ­მა, აწუ­ხებს მას რა­ი­მე თუ არა, ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა ჩა­ი­ტა­როს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა, ხოლო თუ რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტი აქვს, ექიმს დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცია - პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რის­კის ჯგუ­ფი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა კის­ტა გან­ვი­თარ­დეს. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ.

 

ქალს გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, თუ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ცალი საკ­ვერ­ცხე არ აქვს, მა­შინ ძალა ერთ საკ­ვერ­ცხეს ად­გე­ბა, ის 2-ის ნაც­ვლად მუ­შა­ობს. 2 საკ­ვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში კი ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა. ამი­ტომ ერთი საკ­ვერ­ცხე ასე­თი დატ­ვირ­თვის დროს ვერ აძ­ლევს ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს ჰორ­მო­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და წარ­მო­იქ­მნე­ბა კის­ტა. ასე­თი ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად უნდა იყ­ვნენ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და ხშირდ მი­მარ­თონ ექიმს, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ი­კე­თონ ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. უნდა ვთქვა, რომ მე­ნო­პა­უ­ზის დროს და კლი­მაქ­სის პე­რი­ოდ­ში ფუნ­ქცი­უ­რი კის­ტა თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია.

 

 

 

წყარო:ambebi.ge