ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები

2018.09.17 20:53:44
ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები

ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა მათ კვებას ენიჭება. გთავაზობთ  სიას, რომელიც პედიატრებმა და საკვების სპეციალისტებმა შეადგინეს. რასაკვირველია, ამ სასუსნავებს მთლიანად ვერ აუკრძალავთ ბავშვს, რადგან დღევანდელ პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მათ რაოდენობას მინიმუმამდე თუ დაიყვანთ და რაც შეიძლება იშვიათად აჭმევთ, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება:

 

1.    საღეჭი და საწუწნი კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების, ძლიერი სურნელისმქონე – მათში, როგორც წესი, ბევრი საღებავი და არც ერთი ნატურალური ინგრედიენტი არ არის.

2.    ჩიფსები, "სუხარები" - ნახშირწყლებისა და ცხიმის ნაზავი, საღებავებისა და გემოს შემცვლელების გარში მოქცეული.

3.    ტკბილი გაზიანი სასმელები – შაქრის, ქიმიისა და გაზების ნაზავი.

4.    შოკოლადის ბატონები – კალორიების გიგანტური ოდენობა, ქიმიურ დანამატებთან ერთად.

5.    სოსისები, ძეხვები, პაშტეტები – გენმოდიფიცირებული ქიმიური დანამატები და ფარული ცხიმები.

6.    მაიონეზი – ჯობს, ის შინ დაამზადოთ და ზომიერად გამოიყენოთ.

7. "სიროკები" (ხაჭოიანი შოკოლადები) – როგორც წესი, მათ შემადგენლობაში ხაჭოს ვერ იპოვით,ასევე დაგაინტერესებთ ფასტფუდი ამაღლებს უნაყოფობის რისკს ქალებშიფასტფუდი ამაღლებს უნაყოფობის რისკს ქალებში რომელი ხორცის ბულიონი ჯობია ბავშვისთვის და როგორ მოვამზადოთ უფრო სასარგებლო ლობიანი ან ხაჭაპური - მარი მალაზონიას რჩევებირომელი ხორცის ბულიონი ჯობია ბავშვისთვის და როგორ მოვამზადოთ უფრო სასარგებლო ლობიანი ან ხაჭაპური - მარი მალაზონიას რჩევები არის მხოლოდ პალმის ზეთი, მცენარეული ცხიმები და სხვადასხვა ემულგატორი.

8.    კეტჩუპი სახამებლით – სინთეტიკური დანამატები, რომელთა უსაფრთხოება ჯანმრთელობისთვის არ დადასტურებულა.

9.    მარგარინი (სპრედი). შეიცავს კანცეროგენულ ტრანსგენურ ცხიმებს. საკონდიტრო ნაწარმში მასთან ერთად ბევრია ცხიმისა და შაქრის შემცველობა. ამგვარი ტკბილეულობის რეგულარული მოხმარება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ნივთიერებათა ცვლის დარღვევისკენ.

10.    ნაყინი – ხშირად შეიცავს სინთეტიკურ შემსქელებლებს და არომატიზატორებს. მისი მომზადებაც, როგორც მაიონეზის, შინ ჯობს.

11.    სწრაფი მომზადების ატრია (ე.წ. ლაფშა), იოლად მოსამზადებელი, ადვილად გახსნადი სუფები და პიურეები – მათშიც არაფერია ნატურალური, მხოლოდ სინთეტიკა და კონსერვანტები.

 

რასაკვირველია, ეს სია არ არის სრული, მაგრამ მზრუნველი მშობელი მას უეჭველად გააგრძელებს, თავისი შვილის ჯანმრთელობისა და სწორი კვებისთვის.