ექიმი კომაროვსკი- დაემშვიდობეთ რბილ სათამაშოებს!

2018.05.14 12:44:34
ექიმი კომაროვსკი- დაემშვიდობეთ რბილ სათამაშოებს!

სად უნდა იდგეს ბავშვის საწოლი, მავნებელია თუ არა ბავშვისთვის კონდიციონერი, როგორ დავიცვათ პატარა მტვრის ტკიპებისგან? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 

 

 

ექიმი კომაროვსკი: "დაემშვიდობეთ რბილ სათამაშოებს"

მტვრის ტკიპები - ალერგიის ძალიან გავრცელებული მიზეზია. ისინი ცხოვრობენ ბალიშებში, მატრასში, რბილ სათამაშოებში. მტვრის ტკიპების შემცირებით თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ ბრონქული ასთმის და სხვა ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს. 

 

როგორ მოვახდინოთ მტვრის ტკიპას მინიმიზირება რბილ სათამაშოებში? ამისათვის გთავაზობთ 5 წესს:

• არ წაახალისოთ ნათესავები და მეგობრები რბილი სათამაშოების საყიდლად; 

• ნუ მიაჩვევთ ბავშვს რბილ სათამაშოებთან ერთად დაძინებას;

• 1-2 მსგავსი სათამაშო სავსებით საკმარისია ყოველდღიური თამაშისთვის;

• თვეში ერთხელ გარეცხეთ რბილი სათამაშოები ცხელ წყალში - სარეცხის მანქანაში; 

• (ყველაზე სასტიკი წესი) დაემშვიდობეთ რბილ სათამაშოებს შეძენიდან 2-3 თვეში. 

 

ორპირი

ორპირი ჰქვია ჰაერის ნაკადს, რომელიც შენობაში ორი მხრიდან უბერავს. 

შედეგად - ორპირი ჰაერის ნაკადი როგორც ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენა, მშობლების მხრიდან ხშირად იქცევა გაზრდილი საფრთხის წყაროდ.

სამშობიაროდან სახლში დაბრუნების შემდგომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, დახურულია თუ არა ბავშვის ოთახის კარი. მისი ჯანმრთელობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს საწოლი და ზემოქმედებს თუ არა მაზე ფანჯრიდან შემომავალი ნიავი. 5 წლის ბავშვისთვის, რომელიც მშობლებმა უკვე "გააფუჭეს", - მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ის ორპირში მოხვდება თუ არა. ახალშობილისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. 

 

ბავშვი და კონდიციონერი. შეიძლება?

თანამედროვე ქალაქის ცხოვრება წარმოუდგენელია კონდიციონერის გარეშე. სავარაუდოდ, თქვენი შვილი კონდიციონერთან ერთად გაატარებს მთელ თავის ცხოვრებას, ამიტომ მასთან ადაპტაციას ნუ გადადებთ მომავლისთვის. 

კონდიციონერი (სწორი მოხმარებით) არ წარმოადგენს ბავშვისთვის საშიშროებას, უფრო მეტიც, აღიარებულია შესანიშნავ საშუალებად გადახურების საპროფილაქტიკოდ როგორც უფროსების, ასევე ბავშვებისთვისაც. 

ასაკი, კონდიციონერის შეზღუდვისა, არ არსებობს. მისი გამოყენება შეიძლება ახალშობილთანაც და ავტომობილშიც. შეიძლება და საჭიროა ბავშვის ოთახში. ნებადართულია ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება თქვენი ცხოვრების რეალურად გაუმჯობესებას. 

 

სამზარეულოს პირსახოცი

შემოიღეთ წესი: ნივთები, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის კვებასთან, რეცხვის ან დეზინფექციის შემდეგ უნდა გააშროთ ბუნებრივად - მოათავსეთ ისინი სუფთა ზედაპირზე (ერთჯერადი ქაღალდის ან გამოუყენებელ ქსოვილის ზედაპირზე) და გაშრება თავისით ჰაერზე. კიდევ უფრო ცივილური მეთოდი - სარეცხის მანქანაში გაშრობაა. 

სამზარეულოს პირსახოცების გამოყენება ჭურჭლის გასამშრალებლად - ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია კიდევ ერთხელ დასვაროთ უკვე გარეცხილი ჭურჭელი. თუ ძალიან გეჩქარებათ (თუნდაც ეს იყოს ერთჯერადი ხელსახოცი) არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის გამშრალების წინ ხელების დაბანა. 

 

მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი მოსახერხებელი და უსაფრთხოა, შესაძლებელია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოთ ბავშვის პროდუქტების მოსამზადებლად, გასაცხელებლად, იმ ნივთების სტერილიზაციისთვის, რომელსაც იყენებთ ბავშვისთვის. მოსაზრება იმისა, რომ მიკროტალღურ ღუმელს "განსაკუთრებით სახიფათო ტალღები" აქვს, რომ " ბავშვებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება" - არასწორია. დღევანდელი მონაცემებით, თანამედროვე მეცნიერებას არ აქვს არანაირი მონაცემი, რომელიც ამტკიცებს მის მავნებლობას. 

შეგახსენებთ: მიკროტალღური ღუმელი არ არის რეკომენდებული გასაცხელებლად, გამოწველილი დედის რძის გასალღობად. რძის ნარევების შეთბობა უპრობლემოდ შეიძლება. პრინციპული მახასიათებელი მიკროტალღური ღუმელისა - სითბოს არათანაბარი განაწილებაა. აუცილებელი პირობაა, ღუმელიდან გამოღებულ პროდუქტს კარგად მოვურიოთ. არ მოათავსოთ ღუმელში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი შუშის ქილები. საჭირო პორცია მოათავსეთ თეფშზე და ისე შეათბეთ - თან მოურიეთ. მიაქციეთ ყურადღება: საკმარისად გამთბარი საკვები - არის ისეთი საკვები, რომელიც ოდნავ შემთბარია გასინჯვის დროს. თუ ეჭვი გეპარებათ, ცხელია თუ არა - ე.ი. საკვები ნამდვილად ცხელია.