რა უნდა ვიცოდეთ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესახებ

2018.02.05 16:04:20
რა უნდა ვიცოდეთ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესახებ

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი ,,ჯეოქორდი“ 2006 წელს დაარსდა ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული კლინიკის ბაზაზე.

 

ბანკი  აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იქნეს შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები.

დღეს პორტალ  ბრენდნიუსის სტუმრები არიან: ჭიპლარის სისხლის ბანკ ჯეოქორდის  სამედიცინო  დირექტორი გოჩა შათირიშვილი და  ჭიპლარის სისხლის ბანკ ჯეოქორდის დირექტორი თამარ ანჯაფარიძე.

-ბატონო გოჩა, ბოლო წლების განმავლობაში  რამდენად გაიზარდა საქართველოში ინტერესი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიმართ?

 

-ბოლო სამი-ოთხი წელია, რაც სტაბილურად იზრდება ინტერესი ჭიპლარის სისხლის მიმართ.  მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია ამ თემასთან დაკავშირებით.  ხელმისაწვდომია უამრავი ლიტერატურა, მათ შორის  ქართულ ენაზე. ინტერნეტში ყოველ მსურველს შეუძლია, აკრიფოს ტერმინები „ ჭიპლარის სისხლი“, ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“ და მის წინაშე გაიხსნება მრავალი საგაზეთო , სატელევიზო თუ რადიო ინტერვიუ ამ თემებზე, ასევე ჩვენი საიტები, სადაც მრავალ საინტერესო საკითხს ნახავენ. ინფორმაცია მოიპვება უცხო ენებზე, თანამედროვე მსოფლიო ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის სიმწირეს, მთავარია, მოისურვო და მოძებნო, აუცილებლად იპოვი.

ინტერესის ზრდამ შენახვის ზრდაც განაპირობა. ამჟამად საქართველოს ახალშობილთა 1% უნახავენ მშობლები  ჭიპლარის სისხლს. ეს არაა ცუდი მაჩვენებელი, თუ გავითვალისწინებთ , რომ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 1-6% შორის მერყეობს.  ვფიქრობთ, რომ რესურსი კიდევ არსებობს და ჩვენი მუშაობაც ამ მართლაც უნიკალური სამკურნალო რესურსის შენახის გაფართოებისაკენაა მიმართული, რაც მომსახურების ხარისხზე და სიახლეებზე ორიენტირული გუნდის  ყოველდღიური ზრუნვის საგანია.

 

-უკვე მესამედ მოხდა ღეროვანი უჯრედების  გადანერგვა აუტიზმის  სამკურნალოდ - როგორია შედეგები?

-დიახ, ჩვენს მესამე კლიენტს გადაენერგა საკუთარი ჭიპლარის სისხლი იანვრის პირველ ნახევარში. გადანერგვამ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაიარა. ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი ამ პაციენტის და უახლოეს თვეებში პირველი შედეგებიც იქნება სახეზე, ისევე, როგორ იყო წინა ორ პაციენტში, რომელთაც გაუუმჯობესდათ ინტელექტუალური უნარები (ერთმა მათგანმა დაიწყო წერა, ხატვა, კითხვა, სიტყვების მარაგი ძალიან მნიშვნელოვნად გაეზარდა, მეორესაც საგრძნობლად გაეზარდა სიტყვათა მარაგი, უფრო კონტაქტურები გახდნენ) და ასევე მოუწესრიგდათ  ქცევები. 

პაციენტები იმყოფებიან ჩვენი და ქართველი გამოცდილი ფსიქონევროლოგების მუდმივი დაკვირვების ქვეშ, ისინი  არ წყვეტენ სარეაბილიტაციო ჯგუფებში სიარულს. სადღეისოდ, როგორც ჩვენი და საზღვარგარეთული გამოცდილება აჩვენებს ,  ეს არის მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური  მეთოდი, თუმცა , როგორც მოგახსენეთ , კვლევა  არ დასრულებელა  და საბოლოო დასკვნებს  პაციენტთა უფრო მეტი რიცხვის დაგროვების შემდგომ გავაკეთებთ.

 

- რას გვეტყვით ონკოლოგიურ დაავადებებზე?

 

-მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში, რომელიც პლაცენტაში რჩება, არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის უჯრედი. ყველას სმენია მოზრდილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ, თუ რაოდენ მძიმე დაავადებებს ებრძვიან ამით, მათ შორის ლეიკემიას, ლიმფომას, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, სულ 80-მდე დაავადებას. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარის სისხლს, ისევე როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია ანალოგიური დაავადებების მორჩენა. მითუმეტეს, ჭიპლარის სისხლის ასაღებად მტკივნეული პროცედურების ჩატარება საჭირო არ არის, საჭიროა მხოლოდ მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან შეგროვდეს ჭიპლარის სისხლი, სპეციალურ პაკეტებში მოთავსდეს. თუმცა მხოლოდ მისი აღება საქმეს არ შველის, საჭიროა დამუშავება - ღეროვანი უჯრედების გამოთავისუფლება და შედგომ შენახვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

 

-ჭიპლარის  სისხლის  ღეროვანი  უჯრედების  ბანკი  ,,ჯეოქორდი“ ,  ლონდონში ,,საერთაშორისო  ხარისხის გვირგვინით“ დაჯილდოვდა,მოგვიყევით ამის შესახებ.

 

-2017 წლის 25-27 ნოემბერს ლონდონში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ხარისხის  საერთაშორისო კონფერენციაზე   ესპანურმა ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო  ხარისხის ოქროს გვირგვინით“ დაგვაჯილდოვა , როგორც ხარისხსა და ინოვაციებზე ორიენტირებულ კომპანიას. ჯილდოს მინიჭება  არის  ჩვენი კომპანიის მიღწევების საერთაშორისო აღიარება და დიდი სტიმულია ჩვენი საქმიანობისათვის.  კომპანია BID  Group One ჯეოქორდს მომდევნო წლებში გაუწევს თანადგომას  ხარისხის მართვის  და მარკეტინგის მიმართულებით. 

 

 

-ქალბატონო  თამარ ,პირველ  ეტაპზე, რა პროცედურებია საჭირო ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების   შენახვისთვის?

 

-მსურველებს, ვისაც უნდა ჭიპლარის სისხლის შენახვა,უნდა მოგვმართოს ჭიპლარის სისხლის ბანკ ჯეოქორდში, რათა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება და კონტეინერის გადაცემა. მშობიარობისას კონტეინერი მიაქვთ სამშობიაროში და მეანის მიერ ხდება ახალშობილის დაბადების შემდეგ ჭიპლარის სისხლის შეგროვება. თუმცა, თუ გადაწყვეტილებას მყისიერად მიიღებს მშობელი  , შეუძლია მოითხოვოს სისხლის აღება, თითქმის ყველა სამშობიაროში არის ჩვენი კონტეინერები. 

 

-რა იწვევს   მკვეთრ   სხვაობას   პირველი   და მომდევნო წლების საფასურს შორის?

 

-პირველი წელი მოიცავს ჭიპლარის სისხლის შეგროვების, მისგან უჯრედების გამოთავისუფლების, მისი ბაქტერიულ და ვირუსულ გამოწვევებზე ტესტირების იმუნოფენოტიპირების, კრიოპრეზერვაციის და კრიოგენულსაცავში შენახვის 1 წლის გადასახდელს, ხოლო ყოველი მომდევნო წელი გულისხმობს მხოლოდ კრიოგენილი შენახვის ღირებულებას.

 

-როგორია   ჭიპლარის   სისხლის   შენახვის   ფასი  სხვა   ქვეყნებში?

 

-ჭიპლარის სისხლის შენახვის ფასი სხვა ქვეყნებში სამჯერ ძვირია ჩვენთან შედარებით.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ წელიწადში რამდენჯერმე  გვაქვს ფასდაკლების აქციები.

 

-გადახდის   რა  პირობებს   სთავაზობს    მსურველებს    "ჯეოქორდი" ?

 

- ჩვენს ბანკში პირველი წელი ჯდება 780 ევრო ექვივალენტით ლარებში. ჭიპლარის სისხლის ბანკი ჯეოქორდი მომხმარებელს სთავაზობს შიდაგანვადების გადახდის სხვადასხვა გრაფიკს (უპროცენტო და პროცენტიან განვადებას).