კობა კუნჭულია: ,,ჩვენთვის თითოეული პაციენტი ღირებულია’’

2017.10.31 11:33:27
კობა კუნჭულია: ,,ჩვენთვის თითოეული პაციენტი ღირებულია’’

კლინიკა ,,ენმედიცი“ მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, თბილისის გარდა,

ბათუმის მოსახლეობასაც სთავაზობს. ქალაქ ბათუმის ენმედიცის „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ დაარსებისა და მიღწევების შესახებ, რუბრიკა ექიმების მორიგი სტუმარი, კლინიკის მენეჯერი, ბატონი კობა კუნჭულია გვესაუბრება.

როდის გაიხსნა ბათუმში კლინიკა ენმედიცის საოჯახო მედიცინის ცენტრი?

ნაწილობრივ გაიხსნა 2017 წლის თებერვლის ბოლოს და სრულად ამუშავდა აგვისტოს თვეში.

რითია ის გამორჩეული ბათუმის სხვა კლინიკებისგან?

შეიძლება ითქვას რომ გამორჩეულია სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით, თანამედროვე, ბრენდული სამედიცინო აპარატურებითა და მოწყობილობებით, მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობით. კლინიკის ძირითადი კრიტერიუმია პაციენტზე ორიენტირებული მენეჯმენტი, პაციენტის კმაყოფილება, ხარისხიანი სერვისები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. თითოეული პაციენტი ჩვენთვის ღირებულია მისი სოციალური სტატუსის და ასაკის მიუხედავად. თბილისში ენმედიცის კლინიკამ თავისი მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მიაღწია შესაშურ ხარისხს, რომელიც მაქსიმალურად ინერგება ბათუმშიც, ხოლო ბათუმის ენმედიცის დევიზია - „მე მიყვარს ენმედიცი, მაქსიმალურად დავიმსახუროთ ბათუმელების კეთილგანწყობა და სიყვარული.“

რომელი სამედიცინო სერვისით შეუძლიათ პაციენტებს კლინიკა ენმედიციში სარგებლობა?

- საოჯახო მედიცინა

- ენდოკრინოლოგია -

კარდიოლოგია

- ოფთალმოლოგია -

მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგია

- ოტორინილარინგოლოგია

- გინეკოლოგია

- დერმატოლოგია

- ქირურგია

- გასტროენტეროლოგია

- ფსიქიატრია

- ყველა სისტემის ექოსკოპია

- სრული სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურება (400-მდე კვლევა)

- იმუნიზაცია

რა მექანიზმებით უზრუნველყოფთ თქვენს კლინიკაში პაციენტის უფლებების დაცვას?

სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლის ჯგუფით (ეპიდემიოლოგი, თერაპევტი, მთ.ექთანი). მოქმედებს ცხელი ხაზი. პაციენტის კმაყოფილების კითხვარი.

თუ გაქვთ ინოვაციური მიდგომა, რომელიც ბათუმში თქვენ მიერ დაინერგა?

ჯერ ძნელია დანერგვაზე საუბარი, ძირითადად 3 თვეა ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვეცდებით შედეგებზე ორიენტირებულ სერვისების დანერგვას. პირველადი ჯანდაცვა, ამბულატორიული მომსახურება, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით, მაშინ იქნება ხელმისაწვდომი, როცა ხარჯთეფექტურობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული; იქნება: სამედიცინო პერსონალის უნარების მუდმივი ზრდა, სამუშაო დროის სწორი მენეჯმენტი, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემების სწორი ანალიზი. პაციენტი უნდა განიხილებოდეს ყველა იმ პრობლემათა კომპლექსით, რაც მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უსლის ხელს.

როგორია ბათუმის მოსახლეობის ცნობიერება ექიმისთვის დროულად მიმართვიანობის კუთხით?

ჯერ ჯერობით დაბალი.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი?

არსებულ რეალობაში ძნელია ცალკეულმა ამბულატორიამ ან კლინიკამ გადაწყიტოს საკითხი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის შესახებ. საჭიროა:

1. სოციალური დონის ამაღლება სახელწიფოში და შესაძლებელი იქნება მეტი სახსრების გადმომისამართება სოციალურად დაუცველ და ასაკობრივ კატეგორიებში, რისკ-ჯგეფებში.

2. პირველადი ჯანდაცვის როლის გაზრდა მთლიანად საქართველოში და ამბულატორიულ მომსახურებაში მეტი სახსრების გადანაწილება, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე სტაციონარული მომსახურება. უნდა გამოინახოს მეტი ძალისხმევა და სახსრები დაავადებების პრევენციისათვის, რაც საგრძნობლად შეამცირებს სტაციონარულ ხარჯებს. პრევენციული მედიცინის მიზანი სიცოცხლის გახანგრძლივება, მისი ხარისხის გაუმჯობესება და უუნარობისა და ავადმყოფობისგან თავისუფალი წლების („ჯანმრთელი წლების“) უზრუნველყოფაა. ინდივიდუალურად, ოჯახისთვის და საზოგადოებისათვისაც ეს მიღწევადია მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის სერიოზული განვითარებით. ნაკლები პაციენტი ჰოსპიტალებში და ადამიანისთვის დაავადების მეტი პრევენცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ჰოსპიტლებმა ბიუჯეტი უფრო მძიმე ავადმყოფებისთვის გამოიყენონ.

3. ექთნების როლი დაკნინდა, ექთნების მომზადების და გადამზადების ტაქტიკა მთლიანად უნდა გადაიხედოს. ექთნის მომსახურება გაცილებით იაფია ექიმის მომსახურებაზე, ხოლო მოსახლეობაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვის საქმიანობაში, დაავადებების პრევენციაში, მოსახლეობის ინფორმირებულობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, იმ კუთხით, რომ დროულად მიმართონ ექიმს - ექთნების როლი უდიდესია. მეტი ზრუნვა არის საჭირო კომპეტენტური ექთნების მომზადებისათვის. განვითარებულ ქვეყნებში ერთ ექიმზე 3-5 ექთანი მოდის, ხოლო ჩვენთან 0.9.
მოგვიყევით ენმედიცის საოჯახო ცენტრის საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ...

2017 წლის მარტის თვეში ჩატარდა 2-დღიანი ფართომაშტაბიანი მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვები, რომელშიც 45 სხვადასხვა პროფილის პროფესონალი ექიმი მონაწილეობდა, განხორციელდა 3000-მდე მიღება.

2017 წლის აპრილი-მაისი - მოქმედებდა 50%-იანი ფასდაკლებითი აქცია ფარისებრი ჯირკვლის კვლევასა და დაავადების პრევენციზე. აქცია მოიცავდა ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიასა და თირეოტროპული ჰორმონის ანალიზს.

2017 წლის ივნისი-ივლისი - გვქონდა 60%-იანი ფასდაკლებითი აქცია ენდოკრინოლოგიური, გულსისძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის და კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

2017 წლის სექტემბერი - თანამედრომე აპარატურის საშუალებით ჩატარდა უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები და დიაგნოსტიკა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

2017 წლის ოქტომბრის თვე- მიმდინარეობს 2 - დღიანი მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვები. მონაწილეობს 20 სხვადასხვა პროფილის პროფესონალი ექიმი. ასევე სამედიცინო საქველმოქმედო აქცია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის. საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტებს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები და გლუკომეტრები უსასყიდლოდ გადაეცემათ.