"SOS! უმორჩილესად გთხოვთ!"-ექიმის მკაცრი გაფრთხილება მშობლებს!

2017.09.29 14:27:26
"SOS! უმორჩილესად გთხოვთ!"-ექიმის მკაცრი გაფრთხილება მშობლებს!

ექიმი ირინა ნიკოლაიშვილი მშობლებს მიმართავს და მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს:

„SOS" ! ! !

უმორჩილესად მოგმართავთ ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნათესავებს, ნაცნობებს, ახალგაზრდა კოლეგებს, ჩემს ირგვლივ მყოფ დედებს!!!

ნუ აყურებინებთ გამუდმებით ბავშვებს ტელევიზორს, ნუ ჩაურთავთ ტელეფონებში გაურკვეველი გამოსახულების მულტფილმებს, ნუ ასმენინებთ უცხოენოვან სიმღერებს, ნუ მისცემთ კომპიუტრთან განუსაზღვრელი დროით ყოფნის უფლებას, განსაკუთრებით 1-დან 2 წლამდე.

გააკონტროლეთ, ძიძებთან ყოფნის დროს რითი არიან თქვენი შვილები დაკავებულნი.

25 წლის წინ ერთი აუტისტი ბავშვი მყავდა. 

დღევანდელმა დღემ შემაძრწუნა. 

10 პაციენტიდან ათივე აუტისტური სპექტრის აშლილობით იყო მოსული.

შეუძლებელია, ათივე ისტორია იდენტური იყოს. დროა დამთავრდეს!!!

„არ ვიცოდი“, „სხვანაირად არ ჭამდა“ ,

„არავის არ უთქვამს…“, აღნიშნავს ირინა ნიკოლაიშვილი.

უამრავი კითხვის შემდეგ, რომელიც ამ პოსტმა გამოიწვია, სპეციალისტი დასძენს:

„კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. აუტიზმის მიზეზებსა და წარმომავლობაზე არ ვსაუბრობ.

აუტური სპექტრის აშლილობებით დიაგნოზირებულ ბავშვებში იგულისხმებიან მეტყველების, კომუნიკაციის უნარის არ მქონე ბავშვები. ყურადღების დეფიციტით და მოტორული განვითარების შეფერხებით .

იმდენად, რამდენადაც მე აქტიური შეხება მაქვს ყოველდღიურად ამ სირთულის დაძლევასთან და საკმაოდ დიდი გამოცდილება, მერწმუნეთ, ეს პრობლემა მარტო საკვებში, გარემოში, დიაგნოსტირებაში არაა.

არასწორი განვითარების შედეგად მდგომარეობა გაცილებით რთული და უმართავი ხდება, ხოლო გამოსწორება დაგვიანებული“. - წერს სოციაურ ქსელში ნიკოლაიშვილი.