დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კლინიკა ''ენმედიცი'' უფასო მომსახურეობას გთავაზობთ

2019.11.05 15:30:34
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კლინიკა ''ენმედიცი'' უფასო მომსახურეობას გთავაზობთ

დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, მსოფლიოს 160 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს დიაბეტის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კლინიკა „ენმედიცი“-ში დიაბეტის კვირეულია.

დიაბეტის მქონე პაციენტები 11 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მთელი კვირის განმავლობაში 50 % ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლება მოიცავს ენდოკრინოლოგთან კონსულტაციასა და სისხლში გლუკოზის განსაზღვრას.

ხოლო დიაბეტის მსოფლიო დღეს, 14 ნოემბერს ორივე მომსახურეობის მიღება იქნება სრულიად უფასო.