ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0035 ლარით დაეცა.

07 თებ 2020

როგორ იქცა „გრინვეი ლოჯისტიკი“ სატრასპორტო სფეროს ლიდერ კომპანიად

როგორ იქცა „გრინვეი ლოჯისტიკი“ სატრასპორტო სფეროს ლიდერ კომპანიად

როგორ იქცა „გრინვეი ლოჯისტიკი“ სატრასპორტო სფეროს ლიდერ კომპანიად

 

ქართული ეკონომიკის ღერძი ძირითადად იმპორტ-ექსპორტზე გადის, ამიტომაც ამ სფეროში სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“ კი ქართული ბიზნესის ყველა მოლოდინს ამართლებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე თვის წინ, „ქართული ბრენდი 2019“-ის დაჯილდოებაზე, კომპანიამ ნომინაციაში „ლიდერი სტარნასპორტო სფეროში “ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ამას სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ერთი აღიარებაც მოყვა. „გრინვეი ლოჯისტიკი“ საქართველოს ტოპ 24 ლიდერ საწარმოს შორი მეორე პოზიციაზე მოხვდა და საერთაშორისო გადაზიდვების სექტორის ოქროს რეიტინგის სათავეში მოექცა. ამ წარმატებებმა კომპანიის წინაშე ახალი გამოწვევები დასახა.

ამ წარმატებული კომპანიის უკან დგას ასევე წარმატებული ქალბატონი ნატალია რაჯებაშვილი, რომლის ინოვაციური ხედვები, კლიენტზე მორგებული სერვისი და წარმატებული მენეჯმენტი, აძლევს კომპანიას საშუალებას იყოს დარგის ლიდერი.

 

რამ გადაგაწყვეტინათ გადაზიდვების კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკის“ შექმნა, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე?

ნატალია რაჯებაშვილი

– 2010 წელს საბაჟო-საბროკერო კომპანიების ლიცენზიების გაუქმებასთან ერთად, როცა ყველაფრის თავიდან დაწყება და უამრავი პრობლემის დაძლევა მომიწია, მივხვდი, ისე უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის სიახლე, რომ არ გადამეხვია ერთხელ არჩეული გზიდან. საბაჟო სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, საერთაშორისო გადაზიდვების სფეციფიკის შესწავლა დავიწყე და აბსოლუტურად ახალი, .. კარიდან კარამდე სერვისი შევთავაზე მომხმარებელს, რომელმაც გადაზიდვები, საბაჟო მომსახურება გააერთიანა და ძალიან გაამართლა.

რამდენად სწრაფად განვითარდა კომპანია?

– 24-საათიანი დაუღალავი შრომის წყალობით კომპანია საკმაოდ სწრაფად და წარმატებით განვითარდა. ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი მოვალეობების პირნათლად შესრულება და მომხმარებლთან სრული პასუხისმგებლობით ურთიერთობა, მისი მოთხოვნილებების, სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა  და ვფიქრობ, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა ჩვენი წარმატება. შედეგიც სახეზეა, 2019 წელი დიდი აღიარებებით დავასრულეთ. „ქართული ბრენდი 2019“-ის დაჯილდოებაზე, კომპანიამ ნომინაციაში „ლიდერი სტარნასპორტო სფეროში “ გამარჯვება მოიპოვა. ამას სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ერთი აღიარებაც მოყვა. „გრინვეი ლოჯისტიკი“ საქართველოს ტოპ 24 ლიდერ საწარმოს შორი მეორე პოზიციაზე მოხვდა და საერთაშორისო გადაზიდვების სექტორის ოქროს რეიტინგის სათავეში მოექცა.ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი კომპანიაში, რომელსაც ქალბატონი ხელმძღვანელობს?

რა თქმა უნდა, დაცულია. 21- საუკუნეში კომუნიკაციის აუცილებლობაზე არავინ დაობს და როგორც ჩანს, ამ სფეროში ქალბატონები ბევრად ძლიერები ვართ.

რამდენად რთულია დღეს პროფესიონალი კადრების მოძიება?

მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე სასწავლებელთან გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც ახალგაზრდები საერთაშორისო გადაზიდვების სფეციფიკას სწავლობენ, მერე კი, ჩვენთან გადიან პრაქტიკას. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს პროფესია და გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

როგორია შინაგანაწესი თქვენს კომპანიაში?

ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვაა,  თუმცა უმთავრესი მოთხოვნა მაინც მომხმარებლთან კომუკაციაა, მის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი მოტივაცია?

ვფიქრობ, ბიზნესი პატარა ბავშვივითაა, რომელიც ვერ ამბობს რა სჭირდება, ამიტომ თავად უნდა მიხვდება რა უჭირს და დროულად დაეხმარო, მერე კი, როცა იზრდება და ვითარდება, ნათელი ხდება მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ესააგაფართოვება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

იძულებული ვარ სწრაფად გადავწყვიტო, თუმცა თუ საკმარისი დრო მაქვს, ყველა საკითხს თანამშრომლებთან განვიხილევ და გადაწყვეტილებასაც ერთად ვიღებთ.

03 თებ 2020

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან

 რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

20 იან 2020

შქმერული იაპონიის სწრაფი კვების ობიექტებში გაიყიდება

შქმერული იაპონიის სწრაფი კვების  ობიექტებში გაიყიდება

დღეიდან, იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკვერდზე – იაპონიის საელჩო საქართველოში ვრცელდება.

15 იან 2020

ამერიკული მხარე ითხოვს, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით აშენდეს

ამერიკული მხარე ითხოვს, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით აშენდეს

„ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს და ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს“, -  სწორედ ეს გზავნილი დაუტოვა საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს უესლი კლარკმა.

14 იან 2020

TOP 5 პროდუქტი , რომელსაც მეზობელი ქყვეყნებიდან ვყიდულობთ

TOP 5 პროდუქტი , რომელსაც მეზობელი ქყვეყნებიდან ვყიდულობთ

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 381.4 მლნ აშშ დოლარს (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ აშშ დოლარს (2.3 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

19 დეკ 2019

VINO&VINO - მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში

VINO&VINO - მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში

 

VINO&VINO -მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში

 

VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. საქართველოში კი ამ ქსელი ბუტიკი თბილისში, ყაზბეგის N31_ში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება არის შესაძლებელი.  500-ზე მეტი დასახელების ღვინო რჩეული ღვინის კოლექციას ქმნის მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შესთავაზოს მტელი მსოფლიოდან და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

 

თბილისის ფილიალისთვის  წამყვანი ქართველი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტების დახმარებით  შეიქმნა ღვინის უნიკალური კოლექცია. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია. აქ ძველ, კლასიკური სამყაროს ღვინოებს ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები ენაცვლება, რომელიც ტრადიციული ტექნიკით დაყენებული ქართული ღვინის კოლექციასაც მოიცავს. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია.

 

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას აერთიანებს დღეს ტერმინი VINO&VINO, პროფესიონალი სომელიეები მასში ევროპულ ღვინოებს გულისხმობენ, რომლებიც მსოფლიოში, ისტორიულად და კლასიკური გაგებით, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მზადდება. საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ავსტრია - ეს ის ღვინის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია, რომელთა განსაკუთრებული კოლექცია მაღაზიაში მოსულ სტუმარს დახვდება. თბილისურ კოლექციაში ასევე შეხვდებით განსხვავებულ და ეგზოტიკურ, ცოცხალ და ხასიათიან გემოებს ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ჩილედან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან.

 

VINO&VINO- ღვინის მაღაზიაში განსაკუთრებულ სივრცესაც აღმოჩენთეს რეზერვების ოთახია, სადაც პრემიუმ-ღვინოები ინახება. საფრანგეთის შატო დისკოს, შატო მარგოსა და მსოფლიოში ცნობილი მეღვინეების გაიას ოჯახის ღვინოების შესახებ მაღაზიის პროფესიონალი სომელიეები უფრო დეტალურად მოგითხრობენ. VINO&VINO-ში ცნობილი ავსტრიელი ქალი მეღვინის, ელენა ვოლხის სრული კოლექციაა წარმოდგენილი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოურ ღვინოებთან ერთად, VINO&VINO- კოლექციაში საკმაოდ დიდი ადგილი ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას უჭირავს. ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ქართული ღვინოები და ცქრიალა ღვინოები მთელი საქართველოდან შეაგროვეს. განსაკუთრებული პოპულარობით აქ მცირე საოჯახო მარნებიდან წარმოდგენილი კოლექციები სარგებლობს, რადგან VINO&VINO მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას და მაღაზიაში წარმოდგენილ ქართული ღვინის რჩეულ გემოებს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. VINO&VINO-ში წარმოდგენილია ისეთი მწარმოებლები, რომლეთაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

 

ჩვენ ვამაყობთ, რომ გყვავს ისეთი ღვინის მწარმოებლები, რომელთა ნდობაც მოვიპოვეთ და მათ რჩეულ გემოებს მხოლოდ “ვინო&ვინო-ს” მაღაზიიში შეხვდებით. ჩვენი მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შევთავაზოთ მთელი მსოფლიოდან და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და მათ პოპულარიზაციას,” - აღნიშნავს ვინო&ვინოს დირექტორი, დავით დავითაია.

 

და ბოლოს, VINO&VINO-ში, საახალწლო 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე 17 დეკემბრიდან დაიწყება. მისულ სტუმარს ღვინის ექსპერტები სიამოვნებით დაეხმარებიან სასურველი გემო შერჩევაში და ღვინის გემოვნურ თვისებებსა თუ ხასიათზეც მოუყვებიან.

 

 

 

 

18 დეკ 2019

ბანკებში მომუშავე პერსონალების შემცირებაა მოსალოდნელი

ბანკებში მომუშავე პერსონალების შემცირებაა მოსალოდნელი

ჩრდილოეთ ამერიკის ბანკებმა 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შესაძლოა, 70 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დაზოგონ. ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ Accenture-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, დანაზოგებმა მთლიანად ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში, რომელიც საბანკო, სადაზღვევო სექტორებსა და კაპიტალის ბაზრებს მოიცავს, შესაძლოა, 140 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

16 დეკ 2019

რომელ სამშენებლო კომპანიას უნდა ვენდოთ და რომელი კომპანია გახდა წლის კომპანია?

რომელ სამშენებლო კომპანიას უნდა ვენდოთ და რომელი კომპანია გახდა წლის კომპანია?

ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (ERBD) სა­უ­კე­თე­სო ენერ­გო­ე­ფექ­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სად არქი თა­უ­ე­რი და­ა­სა­ხე­ლა.

16 დეკ 2019

2020 წლიდან ნაღდი ფული თითქმის აღარ დაგვჭირდება - 5 უპრეცედენტო ინოვაცია, რომელიც ახალი წლიდან გველოდება

2020 წლიდან ნაღდი ფული თითქმის აღარ დაგვჭირდება - 5 უპრეცედენტო ინოვაცია, რომელიც ახალი წლიდან გველოდება

სულ რამდენიმე კვირაში მზე დედამიწის ირგვლის ახალ ბრუნს დაიწყებს, ჩვენ კი ახალ ტექნოლოგიურ ხანაში შევაბიჯებთ, სადაც მომსახურების საფასურს ღიმილით იხდიან, თანხას სადაც უნდათ, იქ ანაღდებენ, სადაც ანგარიშსწორებისთვის მხოლოდ ტელეფონია საჭირო და „სამადლობელის“ დასატოვებლად სპეციალური ტერმინალებიც კი გამოიყენება.

12 დეკ 2019