გარდაბნის რაიონში თანამედროვე სტანდარტის კერამიკული ნაწარმის საწარმო გაიხსნება

2019.10.02 12:33:31
გარდაბნის რაიონში თანამედროვე სტანდარტის კერამიკული ნაწარმის საწარმო გაიხსნება

სოფელ ნორიოში, გარდაბნის რაიონში თანამედროვე სტანდარტის კერამიკული ნაწარმის საწარმო გაიხსნება. 

 

საწარმო გამოუშვებს ევროპული ხარისხის კერამიკულ ნაწარმს. რომელშიც შედის კრამიტი და მოსაპირკეთებელი ფილა. საწარმო კონკურენციას გაუწევს როგორც საქართველოში არსებულ კერამიკისა და სამშენებლო ფილების მწარმოებელ ქარხნებს, ასევე სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიებს. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება ადგილობრივი ნორიოს თიხებისა და მდ. დურუჯის  ლამის ნარევი. საწარმოს გასახსნელად ინვესტორი 550 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს. საწარმოს წლიური მოცულობა 40 000 კვ. მ შეადგენს და ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

 

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამის, ,,აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში შპს „გეოკერამიკას“ გარდაბანში, სოფელ ნორიოში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 600 კვ.მ უძრავი ქონება გადასცა.