ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

2019.10.02 12:26:00
ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავებით 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება იქნება  შესაძლებელი და ინფრასტრუქტურა 25 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

პროექტი მნიშვნელოვანია, იმით რომ 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.  პროექტის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მილიონ დოლარია.  აქედან 50 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაცია OPIC -ის ინვესტიციაა.

,,პეის ტერმინალის“ ტერიტორიაზე, ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას, საზეიმო ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ანჯელი სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრებიან.