ქუთაისში საექსპორტო ლითონის ახალი საწარმო გაიხსნა

2019.08.31 11:54:58
ქუთაისში საექსპორტო ლითონის ახალი საწარმო გაიხსნა

ქუთაისის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არა ძვირფასი ლითონების საწარმო  პროდუქციის ექსპორტს უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს. საწარმო ნახშირბადის ფოლადისგან მავთულის ბადეებს, ლურსმნებს და სხვა ლითონის პროდუქციას ამზადებს. კომპანია „ჯეომეტალსმა“ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან ქუთაისში 14 152 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა მიიღო.

 

 

 

 

 

როგორც კომპანია „ჯეომეტალსის“ დამფუძნებელი გოგა შურღულაია „კომერსანტთან“ აცხადებს, უახლოეს მომავალში პროდუქციის სახეობების გაზრდაც იგეგმება.

 

 

 

 

 

„შენობა რომელიც გადმოგვეცა რემონტს საჭიროებდა და საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩავატრეთ.  დანადგარების 95 პროცენტი ჩამოვიტანეთ თურქეთიდან. ახლა საწარმოში დასაქმებულია 80 ზე მეტი ადამიანი. როცა საწარმო სრულად  ამოქმედდება, აქ  დაახლოებით 150 ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 

 

 

 

 

ახლა წნელოვან მასალას  თურქეთიდან უკრაინიდან და რუსეთიდან  , ვფიქრობთ წარმოებასაც დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენს პროდუქციას სომხეთსა და აზერბაიჯანში ვყიდით .

 

 

 

 

 

 

დაწყებული ლურსმნებიდან დამთავრებული მავთულით, ბევრი რამის  წარმოება დავიწყეთ, რომელიც გამოიყენება სამშენებლო და სოფლის მეურნეობის დანიშნულებისთვისაც.“ - ამბობს გოგას შურღულაია

 

 

 

 

 

გოგა შურღულაია აცხადებს, რომ საწარმო სამ თვეში სრულად გაიმართება.

 

 

 

 

 

საწარმოს საინვესტიცო მოცულობამ დაახლოებით 7 მილიონ ლარამდე შეადგინა.

 

 

 

პროექტის მიხედვით, საწარმო რკინეულობის პირველადი ნედლეულისაგან მაღალტექნოლოგიური დამუშავების შედეგად მავთულის სხვადასხვა სახეობასა და მისგან მეორადი დამუშავებით მიღებულ სხვადასხვა მზა პროდუქციას აწარმოებს. საწარმო წლიურად ნახშირბადიანი ფოლადისაგან 8 520 ტონა, 900 ტონა ეკლიან, 1 920 ტონა მავთულის ბადეს და 960 ტონა ლურსმანს დაამზადებს.

 

 

წყარო: კომერსანტი