რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი შირაქის ბიო პროდუქტებზე

2019.03.27 16:05:33
რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი შირაქის ბიო პროდუქტებზე

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია საკვებთან, რომელსაც ის მოიხმარს. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება.

 

 

 სხვადასხვა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვები პროდუქტების ხარისხიანობას და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განვითარებული ქვეყნები ძირითადად ზრუნავენ ბიო პროდუქციის წარმოების გაზრდაზე, მათ განვითარებასა და ქვეყანაში დანერგვაზე.

 

 

 განვმარტოთ რას გულისხმობს ბიო პროდუქტები და როგორ ხდება მისი წარმოება. პირველ რიგში, ესაა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტი, რომლის წარმოების დროს არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, არაორგანული დანამატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები. რაც მთავარია, პროდუქტის წარმოების ყოველი ეტაპი კონტროლდება და გარკვეულ საფეხურებს გადის, სანამ ის მომხმარებლამდე მიაღწევს.

 

 

  ბოლო პერიოდში სულ უფრო მოთხოვნადი გახდა ორგანული საკვები, რადგან საზოგადოებამ დაიწყო ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. ბიო რძე შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ვიტამინების გახსნაში.

 

 

 ბიო რძეში მაღალია ცხიმჟავის მაჩვენებელი, რომელიც უკავშირდება ცხოველთა მოვლის განსაზრვრულ პირობებს და მათ კვებას. ბიო პროდუქციის წარმოებისას თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამიტომ, შედარებით მაღალი ფასი აქვს, ჩვეულებრივ პროდუქტებთან შედარებით.

 

 

 საინტერესოა, რაში ეხმარება ადამნიანის ორგანიზმს ბიო საკვების მიღება. პირველ რიგში ის აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ამაღლებს იმუნიტეტს, რაც პირდაპირ კავშირშია ვირუსების თავიდან აცილებასთან, აგრეთვე აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და ავსებს მას ომეგა 3-ით. ნედლი რძის პროდუქტები მდიდარია ბუნებრივი ანტიტოქსინებით და  ხელს უწყობს კუნთოვანი უჯრებდების ზრდას.

 

 

რატომ უნდა მივიღოთ ნედლი რძის პროდუქტები?- პასუხი მარტივია, კალციუმისა და ცილების შემცველი პროდუქტები სასარგებლოა კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს მიჰყვებიან და დაკავებული არიან სპორტის სხვადასხვა სახეობით. მაშინ როცა ორგანიზმი სუსტდება აუცილებელია ის შეივსოს ჯანსაღი საკვებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და ენერგიის მომატებაზე.

 

 

საქართველოში ბიო პროდუქტის მწარმოებელი  კომპანია არის „შირაქი“, რომელიც ბიო სერთიფიკატის მიღების შემდგომ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბიო რძის მწარმოებელი ფერმა გახდა. 

 

 

ბიო რძის მიღებაზე მუშაობა კომპანიამ 5 წლის წინ დაიწყო. წარმოების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა. უცხოეთის ბიო ფერმებში მიღებული ცოდნის საქართველოს გარემო პირობებზე მორგება და დანერგვა კი, კიდევ უფრო ძნელი. საჭირო გახდა ადგილზე მოეწვიათ სხვადასხვა მიმართულების ბიო სპეციალისტები და გამოცდილი ფერმერები.

 

 

ასე შექმნა კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ, ევროპისა და ამერიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბიო ფერმა და ბიო მეურნეობა, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდებაზე.

 

 

 

როგორც  ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, ბიო პროდუქტის მიღება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ბიო რძის წარმოება ხდება, ყურადღება ექცევა აგრონომიას, ანუ ნიადაგის შესწავლას, სათანადოდ დამუშავებას და მოვლას. ბიო რძის წარმოება დაკავშირებულია ასევე პირუტყვის მოვლასთან, რომელშიც იგულისხმება ისეთი საკვების მიწოდება, რომლის მოყვანის დროს ნიადაგში არ იყო პესტიციდები, სასუქები,  ქიმიური ნივთიერებები, ჰერბიციდი, ჰიბრიდული თესლები და ა.შ.  

 

 

აღსანიშნავია, რომ ბიო ფერმაში არის ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვი , რომელიც თავის მხრივ, საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებსა და მოვლას. მათ სჭირდებათ კომფორტული სადგომი, სასეირნო მოედნები, აუცილებელია მათზე იზრუნონ გამოცდილმა ვეტერინარებმა და ფერმერებმა. ავად გახდომის შემთხვევაში, პირუტყვის მკურნალობა  იწყება მცენარეული პრეპარატებით და უკიდურეს შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება, რომლის შედეგადაც ბიო რძეს ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივი დროის მერე იღებენ.

 

 

 

 

დღეისთვის ბიო მეურნეობა მოიცავს დაახლოებით 500 ჰა მიწის ფართობს, სადაც მოჰყავთ: ბიო ხორბალი, ბიო ქერი, ბიო სიმინდი და სხვა მარცვლეული კულტურები, რისგანაც შემდგომ აწარმოებენ სილოსს ბიო ფერმის პირუტყვის გამოსაკვებად.

 

 

 

 

 კომპანია შირაქი მუშაობს საწარმოში ბიო სერთიფიკატის დანერგვაზე და მალე შემოგვთავაზებს ბიო რძისგან ნაწარმოებ მრავალფეროვან რძის ნაწარმის ასორტიმნტს.

 

  „შირაქი“  ნედლი და ბიო რძით ნაწარმოები მაღალი ხარისხის პროდუქტებით ზრუნავს ჯანსაღ მომავალზე.

 

 

 

 

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი