ქართული წარმოების ველოსიპედი აპრილიდან გაყიდვაში გამოვა

2019.02.20 14:05:17
ქართული წარმოების ველოსიპედი აპრილიდან გაყიდვაში გამოვა

ქართული წარმოების ველოსიპედი, საცალო ბაზარზე, 2019 წლის აპრილიდან გამოჩნდება. პროდუქციას Georgian bicycle Group-ი დაამზადებს.

 

კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეალიზაცია „ონლაინ“ პლატფორმის მეშვეობითაც მოხდება, უახლოეს მომავალში კი საწარმოს, ლაბორატორიის და შოუ-რუმის ერთ სივრცეში გაერთიანება იგეგმება. Georgian bicycle Group-ის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება პროდუქცია. ამბობს, რომ სახელს, ბრენდინგ პლატფორმის დასრულებისთანავე შეარჩევენ.

 

ქართული წარმოების ველოსიპედი 800-დან 2500 ლარამდე ეღირება. ბექა კიკნაველიძის თქმით, 2020 წლისთვის ქართული ველოსიპედი ფინეთში, ბელგიასა და თურქეთში გაიყიდება.