საქართველოში ფილმის გადასაღებად disney, paramount pictures, fox, universal studios ლოკაციებს მოძებნიან

2018.12.14 12:30:15
საქართველოში ფილმის გადასაღებად disney, paramount pictures, fox, universal studios ლოკაციებს მოძებნიან

2019 წლის გაზაფხულზე „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში საქართველოს disney, paramount pictures, fox, universal studios ლოკაციების სკაუტები ესტუმრებიან. სკაუტები ფილმის გადასაღებად მათთვის საინტერესო ადგილებს შეარჩევენ და არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილები ჰოლივუდურ ფილმებში ვიხილოთ.

 

 

 

„წარმატებული ვიზიტი გვქონდა ჰოლივუდში, სადაც ყველა მსხვილ სტუდიოს ვიცეპრეზიდენტს შევხდით. მაგალითად როგორიცაა - disney, paramount pictures, fox, universal studios.

 

 

 

გაზაფხულზე ისინი თავად გვესტუმრებიან და ჩვენ ყველა იმ ლოკაციას ვუჩვენებთ, რაც ფილმის გადაღებისთვის საინტერესოა. ასევე, universal studios პრეზიდენტი ზაფხულში პირადად მოინახულებს საქართველოს” - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“-ს  ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

 

 

 

 

როგორც ხიდურელმა აღნიშნა, სკაუტების ძირითად ინტერესს საქართველოში არსებული ციხესიმაგრეები იწვევს. მან ქვეყანაში ჰოლივუდური ფილმის ინდუსტრიის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ფილმების გადაღებების კუთხით პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

 

 

 

„ძალინ ახლოს ვართ იმასთან, რომ ახლო მომავალში საქართველოში რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის გადაღება მოხდეს,“ - განაცხადა ხიდურელმა.