„ჰეშკილის ქოხები“ 2019 წელს კიდევ 7 კოტეჯს დაამატებს

2018.12.12 14:40:11
„ჰეშკილის ქოხები“  2019 წელს კიდევ 7 კოტეჯს დაამატებს

„ჰეშკილის ქოხები“ ფართოვდება და 2019 წელს კიდევ 7 კოტეჯს დაამატებს.

ამით ბიზნესს ჯამში 14 კოტეჯი ექნება და შესაბამისად ამჟამინდელზე მეტი სტუმრის მიღებას შეძლებს. როგორც „ჰეშკილის ქოხების“ მენეჯერი ლელა ჯაფარიძე აცხადებს, გათბობის და ელექტროენერგიის პრობლემა მომავალი წლიდან ბიზნესს მოეხსნება და 2019-2020 წლის ზამთარში ტურისტებს სრულფასოვნად უმასპინძლებენ. „ჰეშკილის ქოხებში“ ამჟამად პრობლემას გენერატორის დახმარებით აგვარებს. მომავალ წელს ძირითადად ორადგილიანი კოტეჯების დამატება მოხდება, რადგან მასზე უფრო დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება კონცეფციას ახალი ქოხების კონცეფცია უცვლელი დარჩება.

 

 

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ჰეშკილში ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, ჩვენ ამით შესაბამისად გათბობის პრობლემასაც მოვაგვარებთ. მოგეხსენებათ ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს,“ - განუცხადა „კომერსანტს“ ლელა ჯაფარიძემ.

 

 

 

ჰეშკილი სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, მესტიიდან 6 კმ-ში სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალის გზაზე. სწორედ ამ ადგილზე ფილფანების მიერ დაფუძნებული საოჯახო ბიზნესი — საოჯახო ტიპის სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებია“ განთავსებული.

 

 

 

 

ბიზნესი 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც ოჯახმა საკუთარი ფინანსებით და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ 10 000 ლარით დაფინანსებული კაპიტალით წამოიწყო.