ქართული ბრენდი ზღაპრული სამყაროდან

2017.04.10 13:48:50
ქართული ბრენდი ზღაპრული სამყაროდან

ქართულ ბაზარზე, ახალი ქართული ბრენდი ”იყო და არა იყო რა” გამოჩნდა. თქვენი პატარებისთვის სხვადასხვა სათამაშოებსა და საჭირო ნივთებს გთავაზობთ. კომპანის სლოგანი ასე გამოიყურება: ჩვენ ვქმნით ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ნივთებს.ყველა ზღაპარი აქ იწყება.

„იყო და არა იყო რა ქმნის ბავშვის უნიკალურ ნივთებს. ჩვენი მიზანია შევუქმნათ თქვენს პატარებს უსაფრთხო და ამავდროულად ზღაპრული გარემო! ავეჯი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ხით და იღებება მხოლოდ ეკო წყლოვანი საღებავებით. ჩვენთან ხარისხი მნიშვნელოვანია და რაც მთავარია დამზადებულია საქართველოში“ -ამბობენ კომპანიაში.