ქალების საყვარელი ბრენდი „კაბა“ უკვე ბავშვებისთვისაც

2017.03.25 09:25:52
ქალების საყვარელი ბრენდი „კაბა“ უკვე ბავშვებისთვისაც

წარმატებული ქართული ბრენდი „კაბა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

მალე კომპანია საბავშვო ხაზის წარმოებას დაიწყებს. ამასთან ”კაბა” ახალი ფილიალების გახსნასაც განიხილავს, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში. ”კაბას” სამოსი აქამდე თურქეთში იქმნებოდა. 2016 წლის ზაფხულიდან კი რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიამ საქართველოში საკუთარი წარმოება დაიწყო, სადაც ბრენდის სამოსზე პროფესიონალ დიზაინერთა ჯგუფი მუშაობს. ”კაბას” სამოსი ამ ეტაპზე მხოლოდ ქალბატონებისთვის იკერება. გარდა სამოსისა, ბრენდის მაღაზიაში მომხმარებელს აქსესუარებისა და ფეხსაცმელის შეძენაც შეუძლია.