,,აწარმოე საქართველოში’’ - მხარდაჭერა ქართულ მეწარმეობას

2018.02.14 13:47:52
 ,,აწარმოე საქართველოში’’ - მხარდაჭერა ქართულ მეწარმეობას

სააგენტო აწარმოე საქართველოში , ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს.

იგი კერძო სექტორის განვითარებაზე, ექსპორტის ხელშეწყობასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნავს. პროგრამა 2014 წლის ივნისიდან ამოქმედდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით. იგი სამ კომპონენტს მოიცავს: ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, უძრავი ქონების უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება. ,,აწარმოე საქართველოში’’ რეგიონებზე გათვლილი და იგი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. 2018 წლის იანვრის მონაცემებით, პროგრამამ 328 პროექტს დაუჭირა მხარი, ინვესტიციების ჯამური მოცულობა 800 მლნ ლარს აღემატება და 13 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.