ქართული ჩაის კომპანიამ ინოვაციური სახეობის ჩაი შექმნა

2017.03.24 13:46:50
ქართული ჩაის კომპანიამ ინოვაციური სახეობის ჩაი შექმნა

Natura Tea Company-ის ქართული ჩაის კომპანიაა, რომელიც ცდილობს ნატურალური და ინოვაციური მეთოდებით შევიდეს არამარტო ქართულ, არამედ ევროპულ ბაზარზეც. პროდუქცია ამიერიდან ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება. აღნიშნული კომპანია ”ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. მათივე ცნობით, შპს „Natura Tea Company“ ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.

”ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება”, – აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.