Sole Georgia – ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თეთრეული საქართველოდან

2018.02.13 13:19:22
Sole Georgia – ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თეთრეული საქართველოდან

„სოლე ჯორჯია“ სამმა ბავშვობის მეგობარმა – ნინა ქოჩიაშვილმა, ვერო ამირაჯიბმა და მარიკა გეგეშიძემ, 2017 წლის მაისში შექმნა. 

 

სტარტაპის საბავშვო კოლექციას ოჯახის სხვა წევრების დაინტერესებაც მოჰყვა და დღეისათვის „სოლე“ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის აბრეშუმის, პირსახოცის, ვაფლის ხალათებსა და პიჟამოებს სთავაზობს მომხმარებელს. გარდა ამისა, მათ ახალ ხაზში წარმოდგენილი აქვთ საოჯახო პროდუქცია: საწოლის გადასაფარებლები, წინსაფრები, სამზარეულოს აქსესუარები. ასევე, შესაძლებელია მათ პროდუქციაზე მომხმარებლისათვის სასურველი წარწერის/ნახატის მოქარგვა. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, ქართულ სტარტაპს აქვს შოურუმი და თავისი პროდუქცია, სოციალური ქსელების მეშვეობით, ერევანსა და მოსკოვშიც იყიდება.