პური ძვირდება!

2018.01.09 19:24:31
პური ძვირდება!

საქართველოში შესაძლოა პური გაძვირდეს. 

 

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მატება პურის ბაზარზეც აისახება.

 

პურპროდუქტების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ პურის გაძვირება გარდაუვალია, რადგან უკვე უწევთ ფქვილზე მომატებული ფასის გადახდა. ამას დაემატება გაზრდილი ტარიფები და მწარმოებლები იძულებულები გახდებიან ან ფასები გაზარდონ 5-10 თეთრით ან პურის წონა შეამცირონ.