ოზურგეთში ახალი საწარმო გაიხსნება

2017.03.19 20:59:48
ოზურგეთში ახალი საწარმო გაიხსნება

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში,ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება,რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანს დაასაქმებს. 

შპს „ახალი ქარხანა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც  ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.