აჭარაში 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაცია გაშენდება

2017.11.20 13:46:59
აჭარაში 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაცია გაშენდება

 ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის გაშენებას აპირებს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განმარტებით, ჩაის გაშენება მსოფლიო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყვიტეს.

 

„აჭარაში არსებობს ცალკეული მიკროკლიმატური ზონები, სადაც ყველაზე ოპტიმალური ჩაის კულტურის განვითარებაა, რადგან ნიადაგური საფარველისა და სხვა კლიმატური პარამეტრების გამო სხვა კულტურების განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, ბოლო კვლევებით, ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება, შესაბამისად, წარმოებაც იზრდება და ეს მიმართულება რეგიონისთვის საინტერესოა. ამიტომ მისი ხელყოფა და უარის თქმა შეუძლებელია“. - ამბობს თურმანიძე. 

 

ჩაის პლანტაცია სავარაუდოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაშენდება.