საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება

2017.11.20 12:13:21
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება, - ამის შესახებ კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანია უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმს ქმნის. "23 ნოემბერს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან მემორანდუმს ვაწერთ ხელს, რის შედეგადაც საქართველოში აშენდება ქარხანა და ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. ძირითადი მიმართულება არის ევროპული ბაზრების ათვისება, თუმცა ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის რა თქმა უნდა, მზად ვართ", - განაცხადა პატარაიამ. მისივე თქმით, 20-23 ნოემბრის პერიოდში საქართველო გერმანულ-ჩინურ დელეგაციას უმასპინძლებს და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს განიხილავენ.