ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიხსნა

2017.11.18 11:21:33
ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალში ყველის მწარმოებელი 50 კომპანია, მათ შორის სასოფლო-სამურნეო კოოპერატივები მონაწილეობენ.

წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ისე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალზე უკვე მოდიან დამთვალიერებლები და მყიდველები. პროდუქტის ყიდვასთან ერთად შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის ყველის დაგემოვნებაც. ადგილზე ღვინოს და თაფლსაც შეიძენთ. ფესტივალზე ყველის ოსტატები მსურველებს ყველის ამოყვანის მეთოდებს აჩვენებენ. დამთვალიერებლები გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესს. ღონისძიებაზე ცოტა ხანში სოფლის მეურნეობის მინისტრს და თბილისის მერს ელოდებიან.