ქარელის ხილის პროდუქცია გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიგზავნა

2017.11.10 08:00:58
ქარელის ხილის პროდუქცია გერმანიასა და ჰოლანდიაში გაიგზავნა

კომპანიის ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე ამბობს, რომ პროდუქცია გაგზავნეს რუსეთშიც.

პირველ ეტაპზე საუბარია საცდელ პარტიებზე, რომელთა განთავსება უცხოურ ბაზრებზე სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. თამარ რაზმაძე ამბობს, რომ "ქარელის ხილის" პროდუქციაზე დაინტერესება არის ამერიკიდანაც. პარალელურად კომპანია მუშაობს დიდი ბრიტანეთისა და დუბაის ბაზრებზე შესასვლელად. ამ ეტაპზე "ქარელის ხილი" რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, მათ შორის არის ქლიავის, ვაშლის, მსხლის, გაგრის, საზამთროსი და ა.შ. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ატმისა და ხურმის ჩირი დაამატა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ წვენებსაც. "ქარელის ჩირის" მწარმოებელი "ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია" 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის მიდამოებში ფლობს. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.