ახალი ნატურალური წვენი „ჩერო" ქართულ ბაზარზე

2017.03.17 12:20:29
ახალი ნატურალური წვენი „ჩერო" ქართულ ბაზარზე

საქართველოს შეემატა მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო," რაც გულისხმობს თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას.

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.პროექტი „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ" განახორციელა.

პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.იგეგმება პროდუქციის ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გატანა.