წლევანდელი Secret Santa-ს საჩუქრების უმეტესობა საქართველოში შეიქმნება

2017.11.01 12:41:14
წლევანდელი Secret Santa-ს საჩუქრების უმეტესობა საქართველოში შეიქმნება

საქართველოს ბანკმა ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლათფორმის www.business.secretsanta.ge შექმნა.

აღნიშნული პლათფორმა საყოველთაო „Sceret Santa 2018“-ის (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. „Sceret Santa 2018“ ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს საახალწლოდ „Secret Santa 2018“-ის რაც შეიძლება მეტ მონაწილეს ქართული პროდუქცია გააცნოს. საყოველთაო „Secret Santa“ „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საყოველთაო „Secret Santa“-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც, შარშან, პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები გაუგზავნეს და თავადაც მიიღეს. წელს იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. „Secret Santa 2018“ 1 დეკემბერს დაიწყება.