თბილისში ახალი საწარმო გაიხსნება

2017.10.31 14:07:46
თბილისში ახალი საწარმო გაიხსნება

ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია "ჯორჯიან პროდაქტი" ახალ საწარმოს ხსნის.

კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ბარდაველიძე ,,საქმის კურსთან’’ საუბარში აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქვთ ცხოველების კვების პროდუქტების საწარმოს პროექტის განხორციელება. ბარდაველიძის თქმით, გამოიყენებენ როგორც საკუთარს ფინანსურ რესურს, ასევე სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებას. ჯამში ახალი საწარმოს შესაქმნელად მილიონ ნახევარი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რაც შეეხება ცხოველების ავეჯის წარმოებას, ამ მიმართულებით კომპანიის წლიური ბრუნვა 12 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც ევროკავშირში, ისე თურქეთში. კომპანია 2014 წელს შეიქმნა და 25-ზე მეტი დასახელების ავეჯს აწარმოებს, რომლის ღირებულება 30 დოლარიდან იწყება და 150 დოლარამდე მერყეობს.