სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში შედეგები

2017.10.30 12:52:41
სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში შედეგები

იხილეთ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შედეგები:

 

2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიერ ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 199 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 479 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 500-ზე მეტი ადამიანი.

 

"სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით წარმოების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რაც თავის მხრივ, საბანკო სესხსა და ლიზინგის ობიექტზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებასა და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას გულისხმობს, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.