ხელნაკეთი ჩანთები და მოდური ჟაკეტები ქართველი ტოპ-მოდელებისაგან

2017.03.16 13:16:30
ხელნაკეთი ჩანთები და მოდური ჟაკეტები ქართველი ტოპ-მოდელებისაგან

წარმატებულმა მოდელებმა, ირინა ონაშვილმა, ლალი ტოტიკაშვილმა, სოფო ბურჯანაძემ და ლელა ცინცაძემ, ბიზნესშიც წარმატებული ნაბიჯები გადადგეს.

ორი წლის წინ დააარსეს მაღაზია ”L.L.S.I“ , რომელიც მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტანასცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში აქცენტი ხელით ნამუშევრებზე კეთდება. მოდის მოყვარულებს ხელით ნაქსოვ ჟაკეტებს, კაბებსა და აქსესუარებს სთავაზობენ. მაღაზიაში ამ ეტაპზე სიახლეა. საშუალება გაქვთ შეიძინოთ ორიგინალური დიზაინის, ექსკლუზიური ხელნაკეთი ჩანთები, ასევე მთელ მსოფლიოში ჰიტად ქცეული ნაქსოვი ჟაკეტები.