მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

2017.03.11 14:04:03
მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს გაიხსნა.

შპს "ახალი ქართული პროდუქტის“ მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8000 -დან 10 000 -მდე კვერცხს აწარმოებს. კომპანია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდა, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.