Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა

2017.09.13 12:27:45
Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულმა Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნა დაიწყო. 

 

Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული. 

 

საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი. პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ ფაგის პროდუქტებს გააჩნიათ იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ. კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.