თხილის მოსავალი, შესაძლოა, 20-30%-ით შემცირდეს

2017.09.07 12:39:48
თხილის მოსავალი, შესაძლოა, 20-30%-ით შემცირდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, თხილის მოსავალი 20-30%-ით ნაკლები იყოს წინა წლებთან შედარებით.

 

"წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები კლიმატური ცვლილებების კუთხით. ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით არის პრობლემა. თხილის ინდუსტრიის ზრდა ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე გვექონდა დღეს საუბარი. ასევე ვიმსჯელეთ ქართული თხილის პერსპექტივაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.