ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება

2017.07.13 12:06:05
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება

რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში აშენდება. 

 

საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.