კომპანია სარაჯიშვილმა ოქროს მედალი მიიღო

2017.03.06 12:52:32

ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალზე, „ქართული ბრენდის დღე“-ზე აღიარებული, ლიდერი ქართული ბრენდი „სარაჯიშვილი“ წარმატებით განაგრძობს მსოფლიო ბაზარზე აღიარებას. კომპანია სარაჯიშვილის პროდუქციამ კი კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა.

მიმდინარე წლის თებერვალში, მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ინიციატივითა და პატრონაჟით ჩატარდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ღია საერთაშორისო კონკურსი. სარაჯიშვილი კონკურსში ორი პროდუქტით: სარაჯიშვილი XO-თი და სარაჯიშვილი VSOP-ით წარსდგა. ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის შედეგად, სარაჯიშვილი XO დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 78 კომპანიამ 11 სხვადასხვა ქვეყნიდან. ცნობისთვის, „სარაჯიშვილის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე დღემდე 260-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა.