ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა მარტვილში

2017.03.06 11:18:37
ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა მარტვილში

მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩაის პლანტაციების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერსა და სოფელ კურზუმს მიწის ნაკვეთები 25 წლიანი იჯარით გადასცა.წლიური საიჯარო ქირა 1 742 ლარს შეადგენს. პროგრამა მიზნად ისახავს ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.