გურჯაანის ნაყინი ახალი ტექნოლოგიით გამოუშვებს პროდუქციას

2017.06.22 11:59:21
გურჯაანის ნაყინი ახალი ტექნოლოგიით გამოუშვებს პროდუქციას

16 ივნისს „გურჯაანის ნაყინს“ ევროკავშირის მხარდაჭერით, 2 მილიონი ლარის ღირებულების, თანამედროვე საწარმოო ტექნიკა გადაეცა.

 

ჩვენ დავუკავშირდით EURO BUISSNES-EUROCREDIT LINE-ის დირექორს, ქალბატონ ხათუნა ახალაიას, მან დაწვრილებით გვიამბო აღნიშნულის შესახებ:

 

-საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს საკრედიტო პროგრამას, რომელიც ეხება მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ხელშეწყობას. ევროკავშირის ბანკი და ევროკავშირის დელეგაცია გაერთიანებული ძალებით ეხმარება მეწარმეებს და ახორციელებს პროექტს. გურჯაანის ნაყინის შემთხვევაში, კომპანია „აისი“, რომელსაც ოფიციალურად ქვია „გურჯაანის ნაყინი“, შემოიტანა განაცხადი „საქართველოს ბანკში“, რათა მიეღო სესხი ჩვენი საკრედიტო ხაზით. შემდგომ ჩვენი კონსულტანტების მიერ მისთვის შეირჩა კარგი მაღალტექნოლოგიური, სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი დანადგარი.ტექნიკა შევუკვეთეთ ჩეხეთში და ჩამოვიტანეთ საქართველოში. მართალია, კომპანიამ საკრედიტო ხაზით შეიძინა დანადგარი, მაგრამ 15% მთლიანი ინვესტირებული თანხის გრანტის სახით გადაეცა ამ კომპანიას. ასე ხდება ყველა კომპანიისთვის, ხოლო თუ კომპანია მარტო ტექნოლოგიას უკვეთავს და არ იღებს სესხს, მაშინ გრანტის მოცულობა 10 % -მდე მცირდება.

 

-გურამ ბერიკაშვილი- გურჯაანის ნაყინის დირექტორი: აღნიშნული დანადგარი თანამედროვე და ხარისხიანია. მისი დახმარებით ჩვენ კომპანიას უკვე შეუძლია , განსხვავებული ასორტის სახეობის ნაყინების დამზადება, რომელიც სიახლე იქნება ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია ვითარდება და მუდამ მზადაა სიახლეებისთვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხშირად ებმევა მსგავს ღონისძიებებში და აქტიურად ამზადებს მეწარმეთა დახმარების პროგრამებს. ბანკის მესვეურები კიდევ არაერთ სიახლეს გვპირდებიან.