“აწარმოე საქართველომ" 5000 საუკეთესო ბიზნესიდეა გამოავლინა

2017.06.22 09:25:37
“აწარმოე საქართველომ"  5000 საუკეთესო ბიზნესიდეა გამოავლინა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შევიდა.

გამოვლენილი საუკეთესო ბიზნესიდეების 5 000-მდე ავტორს ჩაუტარდება ტრეინინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც. 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების სახით გაცემულია 22 942 704 ლარი.