საქართველოში ბიზნესექტორში 650 ათასი ადამიანია დასაქმებული

2017.06.06 09:37:09
საქართველოში ბიზნესექტორში 650 ათასი ადამიანია დასაქმებული

საქსტატმა საწარმოთა საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან, 40,2% ქალია, ხოლო 59,8% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36 % - მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზეა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით).