გიშერი - ნატურალური კოსმეტიკის ქართული ბრენდი

2017.05.29 14:27:30
გიშერი - ნატურალური კოსმეტიკის ქართული ბრენდი

ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან- ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. ”გიშერი” ამ ეტაპზე ტუჩსაცხებისა და ფრჩხილის ლაქების წარმოებას აერთიანებს შემდეგი სლოგანით – „სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი”. ბრენდი ორმა სტუდენტმა გოგონამ შექმნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში რამდენიმე კვირაა გამოიტანა.

ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში დამზადდა გარკვეული რაოდენობის ტუჩსაცხები და ფრჩხილის ლაქები და ისინი ”ბათუმი მოლში” გაიყიდა ”რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჩვენი ბრენდი უკვე სექტემბრიდან გამოჩნდება. ვაპირებთ საკუთარი სტენდი გავხსნათ ”თბილისი მოლში”, ან სუპერმარკეტების ქსელ გუდვილში”, – აღნიშნა ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

 ”გიშერის” პროდუქციას არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქცია, რომელიც ორგანული ნივთიერებებით მზადდება. ცნობისთვის, „გიშერის“ პროდუქცია ხელნაკეთია და მას თავად ნინო რესულიძე და მარიამ ღლონტი ამზადებენ. გოგონები შესაბამის ლაბორატორიასა და დანადგარებს ფლობენ.