საქართველოში ონლაინ მევენახეობა - VVINE შეიქმნა

2019.11.22 13:19:38
საქართველოში ონლაინ მევენახეობა - VVINE შეიქმნა

საქართველოში ონლაინ პლატფორმა - VVINE შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იქონიონ საკუთარი ვენახი და აწარმოონ ღვინო.

აპლიკაცია გლობალური სტარტაპ “ტრიპექსის” თანადამფუძნებელმა ბაჩო ხაჩიძემ და ილია დათუნაშვილმა “ლივინგსტონთან” ერთად შექმნეს.

VVINE მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ საკუთარი ვენახის ტერიტორია (ჯერჯერობით, მხოლოდ კახეთია, სამომავლოდ დაემატება სხვა რეგიონებიც) და ყურძნის ის ჯიში, რომლისგანაც საკუთარი ღვინის დამზადება სურთ. ვებ-გვერდზე მომხმარებელი ასევე ირჩევს ვის სახელზე სურს ვაზის მოყვანა: “გაიხარე შენთვის”, “გაუხარე მეგობარს”, “გაახარე იშვიათი ჯიში”.

საკუთარი ვენახის შექმნის შემდეგ 5 დღის ვადაში მომხმარებელთან მის სახელზე ჩამოსხმული ღვინო გაიგზავნება.

VVINE-ის გუნდი მომხმარებლის ვენახს მოუვლის და ყოველწლიურად ერთ ბოთლ საკუთარ ღვინოს “ონლაინ მევენახეს” გაუგზავნის.

“თუ სადმე უნდა მოხდეს რევოლუცია ღვინის სექტორში, ეს აუცილებლად იქ უნდა მოხდეს, სადაც ღვინომ არსებობა დაიწყო”, - აცხადებს ხაჩიძე. პროექტის შემქმნელის თქმით, ბრენდის მისია ვაზის კულტურის პოპულარიზაციაა.

 

წყარო : https://bm.ge/ka/all-news/22.05.2019-22.11.2019/1/