საქართველოში პირველ ელექტრომანქანას ქუთაისში აწარმოებენ

2019.11.20 14:35:56
საქართველოში პირველ ელექტრომანქანას ქუთაისში აწარმოებენ

ელექტრომანქანების მწარმოებელი ქარხანის მშენებლობა საქართველოში 2020 წლისთვის დასრულდება

 

ჩინური კომპანია Change Automobile Group -მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში, სიდიდით მეორე ქალაქში - ქუთაისში ააშენოს ელექტრომანქანების მწარმოებელი ქარხანა, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

„პირველად საქართველოში დაიწყება ელექტრომანქანების წარმოება. კომპანია Changan , რომელიც მსოფლიოში ავტომობილების მწარმოებელი უდიდესია კომპანიაა და რომლის სტრატეგიული პარტნიორებია ავტოგიგანტები , როგორებიცაა Volvo, Volkswagen, Ford, მიიღო გადაწყვეტილება , რომ ზუსტად საქართველოში ააშენებს ელექტრომანქანების მწარმოებელ ქარხანას“ - განაცხადა ბახტაძემ. მისი სიტყვებით ქარხანის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

„უკვე 2020 წლიდან ბაზარზე ელექტროავტომობილების გატანას დავიწყებთ.  ჩვენ ავირჩიეთ ქალაქი, რომელსაც უდიდესი ინდუსტრიული გამოცდილება აქვს, ქალაქი, რომელიც ყველა ქართველს უყვარს. ეს ქარხანა აშენებული იქნება ქუთაისში“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე სიტყვებით , ქარხანა წლიურად 40 ათასამდე ავტომობილს გამოუშვებს. აქედან მანქანების 50% -ი შიდა ბაზარზე გაიყიდება, დანარჩენი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავა.

 

Change Automobile Group , ასევე ცნობილია სახელით CHANA - ჩინური ავტომობილების მწარმოებელი კომპანია.  წარმოების თვალსაზრისით მესამე ადგილზეა ჩინეთში, ქვეყნის 20 უმსხვილეს მწარმოებელთა რიცხვში შედის.