ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“ პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა

2019.10.30 13:49:14
ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“ პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა

ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“ პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა, მისი მხარდამჭერი იყო სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა A&M Company, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კომპანია ,,გეფერინმა“აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნესკავშირები ჰონგ-კონგის ყოველწლიურ გამოფენაზე APLF დაამყარა.

2018 წელს, სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, კომპანიას „გეფერინი“ და InterBlock Hong Kong Limited-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია "გეფერინმა" ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.