დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული

დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული

დაგროვებითი საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მილიონი ლარი გადარიცხა.

 

ამ დროისთვის სისტემაში ჩართულია 50 000 კომპანია და 741 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 15 000-მა სქემა უკვე დატოვა, რაც სისტემაში ჩართული პირების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

 

ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.

 

საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი.

 

 

წყარო: 2020news

02 მაი 2019

საუდის არაბეთსა და თბილისს შორის ავიამიმოსვლა იწყება

 საუდის არაბეთსა და თბილისს შორის ავიამიმოსვლა იწყება

ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის ქალაქ დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება. მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის შედგა.

01 მაი 2019

აგრალურ საკითხთა კომიტეტმა ნედლ რძეზე დღგ-ს მოხნის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

აგრალურ საკითხთა კომიტეტმა ნედლ რძეზე დღგ-ს მოხნის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

აგრალურ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ნედლი რძის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა. მათი განმარტებით, კანონპროექტის დადებითად გადაწყეტის შემთხვევაში ბიუჯეტს წლიურად 35 მილიონი ლარი შეიძლება დააკლდეს და აგრეთვე დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნა არ გააიაფებს პროდუქტს ბაზარზე. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აგრალურ საკითხთა კომიტეტმა უარი განაცხადა გადასახადის მოხსნაზე. 

19 აპრ 2019

კომპანია შირაქის ბიო ფერმაში ბიო ბაქტერიის გამოცდა დაიწყო

კომპანია შირაქის ბიო ფერმაში ბიო ბაქტერიის გამოცდა დაიწყო

 

კომპანია „შირაქის“  ბიო ფერმაში ბიო- ბაქტერია შეიყვანეს. ეს არის ბიოლოგიური დანამატი ცხოველების საგებისთვის. აღნიშნული დანამატის მოხმარება წყევტს ნაკელის აღებისა და უტილიზაციის პრობლემას, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, ზრდის სულადობის პროდუქტიულობას, აუმჯობესებს ხორცის ხარისხს და გემოს,ზოგავს ენერგორესურსებს და საკვებს. გარდა ამისა, ბიო ბაქტერიის საშუალებით ხდება მასტიტის, კანის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებებისა და ჰელმინთოზების პროფილაქტიკა.

19 აპრ 2019

შირაქის ნედლი რძის პროდუქტებზე სეზონური ფასდაკლება დაიწყო

შირაქის ნედლი რძის პროდუქტებზე სეზონური ფასდაკლება დაიწყო

სასიამოვნო სიახლე რძის პროდუქტების მოყვარულთათვის! 

18 აპრ 2019

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის ახალი სახე გახდა

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის ახალი სახე გახდა

მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსიმა Dior-ის 2019 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია წარადგინა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწიელობა. კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის ფოტოები ფრანგმა ფოტოგრაფმა და არტ – დირექტორმა ფაბიენ ბარონმა გადაიღო. 

12 აპრ 2019

ახალი ვალდებულება თამბაქოს ბიზნესისთვის

ახალი ვალდებულება  თამბაქოს ბიზნესისთვის

თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ 1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.

12 აპრ 2019

კარტოფილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა

კარტოფილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა

ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

12 აპრ 2019

ქართული ღვინის პრეზენტაცია დუბლინში

ქართული ღვინის  პრეზენტაცია დუბლინში

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

11 აპრ 2019

მომღერალი ბიონსე სპორტული ბრენდის, Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა

 მომღერალი ბიონსე სპორტული ბრენდის, Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა

ამერიკელი მომღერალი ბიონსე სპორტული ბრენდის, Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მომღერალი სპეციალურად კომპანიისთვს, ახალ კოლექციას შექმნის. გარდა ამისა, ხელახლა ჩაუშვებს წარმოებაში სამოსის საკუთარ ხაზს Ivy Park.

10 აპრ 2019