კომპანია „ბალავარმა“ „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ში მიიღო მონაწილეობა

2019.10.14 12:43:11
კომპანია „ბალავარმა“ „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ში მიიღო მონაწილეობა

12 ოქტომბერს შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო როგორც დიდმა კომპანიებმა, ასევე მცირე მარნებმა და სტარტაპერებმა. მათ შორის იყო ახალი ღვინის კომპანია "ბალავარი".

 

 

ფესტივალს უამრავი ღვინის მოყვარული დაესწრო. კომპანია ბალავარის სხვადასხვა სახეობის ღვინომ, რომელიც ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დეგუსტატორებზე. 

 განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა არხილოსკალოს საფერავმა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური თვისებებით. განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო ერთდროულად მაღალი მჟავიანობის მქონე და მაღალი შაქრიანობის მქონე ყურძენი იდეალურია ტრადიციული, ქართული ტიპის ღვინის დასაყენებლად და გააჩნია მკვეთრად გამოხატული არომატი და დასამახსოვრებელი გემოვნური თვისებები.

 

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ მსგავს ღონისძიებებში, რადგან ყველას გავაცნოთ ბალვარის უნიკალური ღვინო. ფესტივალზე უამრავი კომპანია იყო წარმოდგენილი და მიხარია, რომ ჩვენც შევუერთდით მათ. ბალავარმა უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა და გვიხარია, რომ ჩვენს შრომას სამართლიანად აფასებს საზოგადოება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც  ღვინის დაგემოვნების შემდეგ დადებითი შეფსებები არ დაიშურა. ეს ჩვენთვის სტიმულის მომცემია. "- განაცხადა  ბალავარის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ