ამერიკაში, ქართული ბრენდის დღეზე, თეკლა ჯუღელი ახალი ნამუშევრებით მიიღებს მონაწილეობას

2019.09.30 13:36:00
ამერიკაში, ქართული ბრენდის დღეზე, თეკლა ჯუღელი ახალი ნამუშევრებით მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ში, ნიუ იორკში, ქართული  ბრენდის დღის ფარგლებში,  ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, თეკლა ჯუღელის ნახატების გამოფენა გაიმართება.

 

 brandnews.ge დაუკავშირდა თეკლას და ბლიც ინტერვიუ ჩაწერა: 

 

1. როდის დაიწყეთ ხატვა?

 

- ხატვა 4 წლის წინ დავიწყე.

 

 

 

2. რამ გიბიძგათ, რა იყო ხატვის დაწყების მოტივი?

 

-ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მქონდა, ფიქრში ვატარებდი და ამავდროულად ხელი ხატავდა ჩემდა დამოუკიდებლად. მივხვდი, რომ ხატვის პროცესს ჩემში სიმშვიდე შემოჰქონდა სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი, მთავარი დასაწყისი, რადგან ვთვლიდი, რომ ამით ჩემს სიმშვიდეს სხვასაც გადავცემდი.

 

 

 

3. პირველი ნამუშევარი როგორ დაასათაურეთ?

 

-ჩემს ნახატებს სახელწოდება არ გააჩნიათ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველას თავისებურად შეუძლია აღიქვას და სახელწოდებაც შეურჩიოს. 

 

 

 

4. ძირითადად რა ფერს იყენებთ?

 

-ძირითადად შავ ფერს ვიყენებ, ჯერჯერობით ვერ ვბედავ ფერების ჩართვას, ასე მგონია, დისონანს შევიტან. გავბედე და დავიწყე ქართული ორნამენტების შეტანა ნახატებში. თუ მოწონება დაიმსახურა, უფრო მეტ ყურადღებასაც დავუთმობ,უბრალოდ ვთვლი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლოა.

 

 

 

5. როგორც ცნობილია ჩვენთვის, შენ მონაწილეობას ღებულობ ქართული ბრენდის დღეზე  ნიუ იორკში, სადაც თქვენი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, მოგვიყევით ამის შესახებ.

 

მიხარია , რომ მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ ქართული ბრენდის დღეზე. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა და სურვულიც უფრო მეტის მიღწევის. მე ყოველთვის ვიამაყებ, რომ მომეცა ეს შანსი და მადლობა ამისთვის ქალბატონ მანანა გეგიძეს.