ღვინის კომპანია „ნიკალა“ ქართული ბრენდის დღის ეგიდით ამერიკაში წარდგება

2019.09.30 12:58:03
ღვინის კომპანია „ნიკალა“ ქართული ბრენდის დღის ეგიდით  ამერიკაში წარდგება

ახალი ქართული ღვინის კომპანია „ნიკალა“ ქართული ბრენდის დღის ეგიდით  ამერიკაში წარდგება.

კომპანია 2016 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური მეთოდით დაყენებულ ღვინოს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ „ნიკალა“ ერთ-ერთი მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე.

მათ აღებული აქვთ უამრავი  ჯილდო და აღსანიშნავია, რომ მათ წარადგინეს საქართველო  უცხოეთში გამართულ არაერთ გამოფენაზე.

 შეგახსენებთ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აგრძელებს ტრადიციას და უძველეს ქვევრებში დაყენებულ ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს.