„ფაფანაკი“ ქართული ბრენდის დღეს ამერიკაში წარადგენს

2019.09.26 14:57:04
„ფაფანაკი“ ქართული ბრენდის დღეს ამერიკაში წარადგენს

ქართული ნაციონალური სამოსის ბრენდი „ფაფანაკი“ ქართული ბრენდის დღეს ამერიკაში წარადგენს. პროექტი მიზნად ისახავს ბრენდების პოპულარიზაციას ამერიკაში და ეგრეთვე ქართველი ემიგრანტებისა და მათი შვილებისთვის ქართული ტრადიციული ელემენტების გაცნობას.

 

ფაფანაკი 5 წლის წინ ჩამოყალიბდა და ნაციონალური ტანისამოსის წარმოების კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია. ის დღესდღეობით უშვებს სასცენო, კლასიკურ და გათანამედროვებულ სამოსს ტრადიციული ელემენტებით.

კმაყოფილი მომხმარებლისა და ხარისხიანი ტანსამოსის შეკერვამ „ფაფანაკს“ დაარსების დღიდან ცნობადობა მოუტანა თავის სეგმენტში. ამჯერად კი, ბრენდს საშუალება ეძლევა  ამერიკას გააცნოს საკუთარ პროდუქცია.