26 სექტემბერს ,,აჭარა ჯგუფი“ Design Hotels-ის წევრების ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ,,არენა“-ს უმასპინძლებს

2019.09.25 14:15:14
26 სექტემბერს ,,აჭარა ჯგუფი“ Design Hotels-ის წევრების ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ,,არენა“-ს უმასპინძლებს

26 სექტემბერს 13 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ,,აჭარა ჯგუფი“ Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ,,არენა“-ს უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი იქნება. რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, აყალიბებენ არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ახალ სტანდარტებს, ასევე ინოვაციებს სთავაზობენ გასტრონომის კუთხით. 

საქართველოში Design Hotels-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღით დარჩებიან და გაეცნობიან ქვეყნის ტრადიციებსა და   კულტურას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და შესაბამისად წინ წავა ტურიზმის სფეროც, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ წინსვლას.

ღონისძიებაზე იქნება ქართული ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი. ეს ყოველივე წარმოაჩენს ქართულ პროდუქციას და ხელს შეუწყობს ექსპორტს.

Design Hotels დღეისთვის ასობით ქვეყანაში აქვს განსხვავებული დიზაინის სასტუმროები. ასევე გამორჩეულია თანამედროვე და ინოვაციური ხედვით.

ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თიბისი ბანკი, ბორჯომი, საქართველოს ბანკი, მერია, შატო მუხრანი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროექტი  USAID ზრდა საქართველოში.